top of page

ჩვენს შესახებ

ერუდიტი

ორგანიზაცია „ერუდიტი“

ორგანიზაციის დაარსების დღიდან ერუდიტის ეგიდით გაიმართა არაერთი პროექტი:

  • სასკოლო ოლიმპიადები;

  • სასკოლო ესეების კონკურსები;

  • IQ გამოთვლის პროგრამა;

  • გარემოს დაცვითი აქციები;

  • ინოვაციების კონკურსები;

  • საზაფხულო ბანაკები;

  • ზამთრის ბანაკები.

ერუდიტის ეგიდით გამართულ პროექტებში მონაწილეთა ჯამურმა რაოდენობამ 10 000-სს გადააჭარბა.
ზემოაღნიშნული 1 წლის მონნაცემებით სხვა ანალოგიური პროფილის ორგანიზაციებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია.

ბანაკი

ერუდიტის ორგანიზებით 2023 წლის ზაფხულის პერიოდში გაიმართა პირველი ახალგაზრდული ბანაკი.
2023 წლის 19 ივნისს ერუდიტმა დაბა ბაკურიანში უმასპინძლა საზაფხულო ბანაკის პირველ ნაკადს. 

პირველივე ნაკადის მიმდინარეობის პროცესში საზოგადოებაში ქაოსურად გავრცელდა ინფორმაცია ერუდიტის ბანაკის შესახებ. სხვადასხვა სოციალურ ქსელებში მუდმივად ვრცელდებოდა ბავშვებისა და მშობლებისგან ბანაკში გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა, რომლითაც გამოიხატებოდა კმაყოფილება ბანაკის მიმართ.

საზოგადოების დადებითმა განწყობამ, მონაწილეების და მათი მშობლების აქტიურმა გამოხმაურებამ გამოიწვია  სხვა ახალგაზრდების დაინტერესება ბანაკით და მოგვცა ბიძგი ჩაგვენიშნა მომდევნო ნაკადები:

  • 19-23 ივნისი I ნაკადი;

  • 26-30 ივნისი II ნაკადი;

  • 3-7 ივლისი III ნაკადი;

  • 21-25 ივლისი IV ნაკადი;

  • 25-29 ივლისი V ნაკადი;

  • 2-6 აგვისტო VI ნაკადი;

  • 6-10 აგვისტო VII ნაკადი;

  • 17-21 აგვისტო VIII ნაკადი;

  • 21-26 აგვისტო IX ნაკადი;

  • 1-6 სექტემბერი X ნაკადი.

სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ბანაკის მონაწილეების და მათი მშობლების დადებითი გამოხმაურებები საფუძველი გახდა იმისა, რომ ბანაკის ნაკადები “ელვისებური სისწრაფით“ შევსებულიყო, ზოგიერთ ახალგაზრდას სამწუხაროდ შევსებული ადგილების გამო რეგისტრაციაზე უარიც კი ეთქვა.

საბოლოოდ ერუდიტის ბანაკებში, სხვა ბანაკებთან შედარებით 2023 წლის ზაფხულში დაფიქსირდა მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა, ბანაკმა უმასპინძლა 350 ახალგაზრდას.

ჩვენთვის 2023 წლის საზაფხულო ბანაკები იყო ნამდვილად დიდი გამოწვევა და დიდი გამოცდილებაც.
350 ახალგაზრდა, თითოეული მათგანის პატარ-პატარა თუ დიდი პრობლემები და საჭიროებები რისი მოგვარების ვალდებულებაც რა თქმა უნდა ჩვენ გვეკისრებოდა...

საბოლოოდ ერუდიტმა აჩვენა საზაფხულო ბანაკების იდეალური მენეჯმენტისა და ორგანიზების სტანდარტი.

საზაფხულო ბანაკის დასრულების შემდეგ საკმარისზე მეტი გამოცდილება გვქონდა იმისა, რომ დაგვეგეგმა და გაგვეხორციელებინა სხვადასხვა სახის ახალგაზრდული ბანაკები, ჩვენთან უკვე ნამყოფი მონაწილეებიც აქტიურად გვთხოვდნენ, დაგვეწყო ზამთრის ბანაკების რეგისტრაცია.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერუდიტის ეგიდით 2023-2024 წლებში ჩატარებულიყო ზამთრის გასართობ-შემეცნებითი ბანაკი. წინასწარ მოხდა ბანაკის ლიდერების გადამზადება პირველადი სამედიცინო დახმარების და სხვა ექსტრემალური საჭიროებების შესაბამისად...

2023 წლის 15 ნოემბერს ერუდიტმა გამოაცხადა ზამთრის ბანაკების რეგისტრაცია.

შედეგმაც არ დააყოვნა და რეგისტრაციის გამოცხადებიდან დაახლოებით 72 საათში სრულად შეივსო ზამთრის ბანაკის პირველი ნაკადი, მონაწილეთა სურვილიდან გამომდინარე ერუდიტმა ჩანიშნა მომდევნო ნაკადები:

  • 20-24 დეკემბერი I ნაკადი;

  • 24-28 დეკემბერი II ნაკადი;

  • 2-6 იანვარი III ნაკადი;

  • 8-12 იანვარი IV ნაკადი;

  • 12-16 იანვარი V ნაკადი;

  • 16-20 იანვარი VI ნაკადი;

  • 5-7 თებერვალი VII ნაკადი;

  • 7-9 თებერვალი VIII ნაკადი.

ჯამურად ერუდიტის ეგიდით 2023-2024 წლის ზამთრის პერიოდში ჩაინიშნა 8 ნაკადი.
ზამთრის ბანაკებმა ჯამურად უმასპინძლა 220 ახალგაზრადას.

აღსანიშნავია, რომ 220 ახალგაზრას შორის დაახლოებით 40%-ია მონაწილეების ის კატეგორია, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო ერუდიტის საზაფხულო ბანაკშიც.

ვინაიდან  თებერვლიდან განახლდა სასკოლო მეცადინეობის პროცესი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზამთრის ბანაკი 9 თებერვლის ნაკადით დაგვესრულებინა, რათა არ მიგვეცა მოსწავლეთათვის სკოლის გაცდენის საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ერუდიტის ბანაკები აწ უკვე საგაზაფხულო ფორმატითთ გაგრძელდება 2024 წლის 8 მარტიდან, როდესაც სკოლებში გამოცხადდება საგაზაფხულო არდადეგები, ბანაკები გაგრძელდება 17 მარტამდე.

ლიდერი

ერუდიტის ბანაკები დაკომპლექტებულია პროფესიონალი, პუნქტუალური, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ლიდერთა შემადგენლობით.

გამოცდილ ლიდერებთან ერთად ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ახალი სახეების და ახალგაზრდების წახალისება, როგოროც მოგეხსენებათ ერუდიტის ბანაკების ისტორიაში პროექტში მონაწილეობდა 550-ზე მეტი ახალგაზრდა.
ერუდიტის ადმინისტრაცია მუდმივად აკვირდება: წესდებასთან მიმართებით მონაწილეთა დამოკიდებულებას;
ექსტრემალურ სიტუაციებში მონაწილეთა მიერ გატარებულ ქმედებებს და ა.შ...

მონაწილე, რომელიც გამოირჩევა: პასუხისმგებლობის გრძნობით, ექსტრემალური სიტუაციების მართვის უნარით და სურვილით, რომ ერუდიტის ბანაკების სწორ განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა დაუფასებელი რა თქმა უნდა არ დარჩება.

ზემოხსენებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთვევაში, მონაწილე მიიღებს სტატუსს „ბანაკის ლიდერი“,
ბანაკის ლიდერი სხვა ნაკადებზე წამოვა ადმინისტრაციის და საორგანიზაციო ჯგუფის სახელით და მას არ მოუწევს პროექტში მონაწილეობის საფასურის გადახდა...

ლიდერად არჩევის შემთხვევაში ბანაკში წამოსვლამდე მონაწილე გაივლის სხვადასხვა ტრენინგებს და გადამზადებებს ისეთ თემებზე როგორებიცაა: ლიდერობა, პირველადი სამედიცინო დახმარება, ექსტრემალური სიტუაციების მართვა, ბავშვთა ფსიქოლოგიის საფუძვლები, შ.შ.მ ბავშვთა ადაპტირებული განათლების მეთოდები და სხვა...

ლიდერად არჩევის, გადამზადების და ტრენინგების გავლის შემდეგ ერუდიტის ოჯახს ახალი წევრი ემატება...

ორგანიზაცია ერუდიტი არის ახალგაზრდული პლატფორმა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ყველა რგოლში ახალგაზრდების ჩართულობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ლიდერთა მაქსიმალური ასაკი შეზღუდულია და განსაზღვრულია 25 წლით.

რაც შეეხება ლიდერთა მინიმალურ ასაკს აღნიშნული ზღვარი არ არსებობს მთავარია ზემოხსენებული კომპონენტების დაკმაყოფილება.

bottom of page