top of page

01.12.2023 N3 „ბანაკი ერუდიტი“


მოგესალმებით მოგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს დასრულდა ერუდიტის გასართობ-შემეცნებითი ბანაკის ზაფხულის და შემოდგომის ნაკადები. მონაწილეთა სურვილიდან და საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ერუდიტის“ ეგიდით ჩატარდეს გასართთობ-შემეცნებით ბანაკის ზამთრის ნაკდები. ზამთრის ნაკადების დაწყებამდე ერუდიტის ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მოახდენს ბანაკის ლიდერების გადამზადებას პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით, რათა სიცივესთან, თოვლთან, ყინულთან და ზოგადად ზამთართან დაკავშირებულ გამოწვევებს დავხვდეთ მობილიზებულები... დამატებით მოგახსენნებთ, რომ დაიწყო „ერდიტის“ ზამთრის ბანაკების რეგისტრაცია. წარმოგიდგენთ ზამთრის ბანაკის ნაკადებს: I ნაკადი 20-21-22-23-24 დეკემბერი; II ნაკადი 24-25-26-27-28 დეკემბერი; III ნაკადი 2-3-4-5-6 იანვარი IV ნაკადი 8-9-10-11-12 იანვარი V ნაკადი 12-13-14-15-16 იანვარი VI ნაკადი 16-17-18-19-20 იანვარი როგორც ნაკადის თარიღებიდანაც ჩანს ზამთრის ბანაკი დაიწყება 20 დეკემბერს და დასრულდება 20 იანვარს. ბანაკებში რათქმაუნდა მონაწილეებს დახვდებათ სხვადასხვა სახის გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. ბანაკში მონაწილეობა შეუძლია 8 წლიდან 18 წლამდე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

Comments


bottom of page