top of page

ლიდერთა გადამზადება „ბანაკი ერუდიტი“


მოგესალმებით ერუდიტის გასართობ-შემეცნებით ბანაკში მონაწილეთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა უმნიშვნელოვანესია. 2023 წლის 20 დეკემბრიდან იწყება „ერუდიტის“ ზამთრის ბანაკები, ზამთრის ბანაკის მონაწილეებისათვის დამახასიეთებელია:

  • სეზონური გრიპები;

  • ხშირი გაციება;

  • დაბალი იმუნიტეტი;

  • აკლიმატიზაცია;

  • ხშირი მოტეხილობები;

  • მოტეხილობისას ჭრილობები და სხვა...

სამწუხაროდ გვაქვს მკაფიო და დასაბუთებული არგუმენტები იმისა, რომ ზამთრის ბანაკისას ხშირად ხდება ყინულზე და სასრიალო მოედნებზე ფეხის ასრიალება და წაქცევა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ტრამვით სრულდება... ნებისმიერი ტრამვისას და ჯანმრთელობის დაზიანებისას აუცილებელია სწრაფი და ეფექტური რეაგირება, რათა თავიდან ავირიდოთ სხვა ტიპის გართულებები... ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განცხადებით მიგვემართა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვრისთვის“, რათა „ერუდიტის“ ლიდერებისთვის ჩანიშნულიყო სასერტიფიკატო გადამზადების პროგრამა, როგორც პირველადი სამედიცინო დახმარების, ასევე სხვა ტიპის სამედიცინო საკითხებთან მიმართებით. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანნიზაცია „წითელი ჯვარი“ გამოეხმაურა ჩვენს მიერ გაგზავნილ ოფიციალურ განცხადებას. ორგანიზაციამ გამოთქვა ლიდერების გადამზადების სურვილი და ჩაინიშნა სხვადასხვა ფორმატის ტრენინგები, სემინარები და სიმულაციები... კურსის დასრულების შემდეგ ორგანიზაცია „ერუდიტის“ ლიდერებმა ტესტირებით, ასევე თეორიული და პრაქტიკული გამოცდით დაამტკიცეს თემის სირღმისეული ცოდნა და მოიპოვეს შესაბამისი სერტიფიკატები...

Comments


bottom of page