top of page

განცხადება 08.09.2023 N3 „ბანაკი ერუდიტი“


„ერუდიტის“ მიერ დღეს გამოქვეყნდა განცხადება გასართობ-შემეცნებითი ბანაკის, შემოდგომის ნაკადში დაფიქსირებულ ინციდენტთან დაკავშირებით... დამატებით გვინდა მოგახსენოთ: „ერუდიტის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა აღიშნული განცხადება, განცხადებაში ნათლად და მკაფიოდ იყოო დაფიქსირებული ინციდენტი და მასთან დაკავშირებული ყველა ფაქტორი და არგუმენტი... მიუხედავად „ერუდიტის“, როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური სიმართლისა ზოგიერთი ახალგაზრდისგან, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ აღნიშნულ ბანაკში ან იყვნენ და წარმოადგენდნენ „სხვა საზაფხულო ბანაკის“ იტერესებს მოხდა ინტენსიური კიბერ შტურმი, რასაც შეიძლება ვუწოდოთ “ტროლების შემოსევა“... კომენტარებში დაფიქსირებული სხვადასხვა მონაწილეების და მათი მშობლების საღი აზრი გახდა მათთვის საქილიკო, სასაცილო და კომენტარის ავტორებს ზემოაღნიშნული “ტროლები“ აყენდებდნენ ინტენსიურ შეურაცხყოფას... ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე „ერუდიტის“ კიბერუსაფრთხოების ჯგუფმა მოიკვლია ყველა სოციალური ქსელის ანგარიში და მოახდინა მათი მფოლობელების იდენთიფიცირება... „ერუდიტის“ ბანაკების და მათი მონაწილეთა უსაფრთხოების და ინტერესების დაცვის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პიროვნებები დავარეგისტრიროთ ე.წ “შავ სიაში“, რათა მათ შეეზღუდოთ „ერუდიტის“ ბანაკებში მონაწილეობა... ასევა ავღნიშნავთ ფაქტს, რომ გარდა „ერუდიტის“ შიდა ბაზისა მონაცემები გადაგზავნილია „საქართველოს საზაფხულო და ზამთრის ბანაკების ასოციაციის“ ოფიციალურ ბაზაში რათა სხვა ოფიციალურმა ბანაკებმა ნახონ ინფორმაცია მონაწილეთა შესახებ...

Comentarios


bottom of page