top of page
  • მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია ?
    ბანაკში მონაწილეობა შეუძლია 8 დან 18 წლამდე ახალგაზრდას 💙
  • ყველა ასაკი ერთად იქნება ?
    ბანაკში 8 დან 18 წლამდე ახალგაზრდები გადანაწილდებიან ასაკობრივ ჯგუფებში. არის აქტივობების ნაწილი, რომელიც ყველა მონაწილეს ერთიანად უტარდება, მაგრამ არის აქტივობები, რომლებიც ასაკების მიხედვით ტარდება შესაბამის ჯგუფებში. ასევე გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ საცხოვრებელ ოთახებში მონაწილეები გადანაწილდებიან ასაკის მიხედვით და 8 წლის მონაწილესთან ოთახში არ მოხვდება 18 წლის მონაწილე და ა.შ.
  • სად ჩატარდება ბანაკი ?
    ერუდიტის გასართობ-შემეცნებითი ბანაკი ტარდება დაბა ბაკურიანში 🌲
  • რომელ სასტუმროში მოთავსდებიან მონაწილეები ?
    ბანაკის მონაწილეები განთავსდებიან სასტუმროში რომლის მისამართიცაა: 📍ბაკურიანი / 9 აპრილის ქუჩა N5 / სასტუმრო „მანო“. დეტალები სასტუმროს შესახებ: 🔵 სასტუმროს საერთო სივრცეები კონტროლდება ვიდეო კამერებით; 🔵 სასტუმროს შესასვლელები და სართულები კონტროლდება მოძრაობის სენსორებით; 🔵 სასტუმრო აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით; 🔵 სასტუმრო აღჭურვილია ბუნებრივი აირის გაჟონვის ავტომატური დაცვის სისტემით. 🔵 სასტუმრო აღჭურვილია უსადენო ინტერნეტით WI-FI; 🔵 სასტუმროს ყველა ნომერი აღჭურვილია ტელევიზორით; 🔵 სასტურმოს ყველა ნომერი აღჭურვილია სველი წერტილებით; 🔵 სასტუმროს ყველა ნომერი აღჭურვილია ცენტრალური გათბობით; 🔵 სასტუმროს ყველა ნომერი აღჭურვილია ცივი/ცხელი წყლით. სასტუმროში მონაწილეებს დახვდებათ 4,5 და 6 ადგილიანი ოთახები. მონაწილეები ადგილზე გადანაწილდებიან შესაბამის ოთახებში ისე, რომ ასაკი და სქესი იყოს გათვალისწინებული. წინასწარ არ ხდება ოთახის განსაზღვრა ვინ მოხვდება 4 ადგილიანში, ვინ 5 ადგილიანში და ა.შ. სასტუმროს ფოტოები: სასტუმროს მდებარეობა: 🔵 ბაკურიანი / 9 აპრილის ქუჩა N5; 🔵 სასტუმროდან 400 მეტრი ბაკურიანის ცენტრამდე (ავტოსადგურამდე); 🔵 სასტუმროდან 600 მეტრი ბაკურიანის სამედიცინო პუნქტამდე (საავადმყოფომდე); 🔵 სასტუმროდან 1050 მეტრი ბაკურიანის პოლიციის განყოფილებამდე; 🔵 სასტუმროდან 1100 მეტრი ბაკურიანის ტყემდე (ამირანის პარკამდე).
  • რა ღირს ბანაკში მონაწილეობის მიღება ?
    ბანაკის საფასური არის 700 ლარი, მაგრამ აქტიურია ფასდაკლება და ყველა მომსახურეობა მხოლოდ 400 ლარი ღირს 700 ლარის ნაცვლად, საფასურში შედის: 🔵 გასართობი აქტივობები; 🔵 შემეცნებითი აქტივობები; 🔵 სპორტული აქტივობები; 🔵 სასტუმროში მოთავსება; 🔵 სამჯერადი კვება; 🔵 სამედიცინო მომსახურეობა; 🔵 უსაფრთხოება; 🔵 კარვებით ლაშქრობა; 🔵 ორმხრივი ტრანსპორტირება; 🔵 სერტიფიკატი.
  • რა აქტივობებია ბანაკში ?
    ბანაკი მოიცავს მრავალ გასართობ, შემეცნებით, სპორტულ და სათავგადასავლო აქტივობებს: პიკნიკი; 📌 ლაშქრობა; 📌 გარემოს დაცვითი კამპანია; 📌 იმიტირებული სასამართლო პროცესი; 📌 რა? სად? როდის?; 📌 წიგნების თარო; 📌 მარტივი ლოგიკა; 📌 მელომანი; 📌 კარაოკე; 📌 ჯასთ დენსი; 📌 ფრენბურთი; 📌 ფეხბურთი; 📌 ჭადრაკი; 📌 ტირი; 📌 ლოტო; 📌 უნო; 📌 თამაში „ბაგირის გადაძალვა“; 📌 თამაში „სამაშველო რგოლები“; 📌 თამაში „მეტეორების დაცემა“; 📌 თამაში „მაშველი ნისლში“; 📌 თამაში „პიტერის ქსელები“; 📌 XBOX თამაში „ვირტუალური ბანაკი“; 📌 საველე ბოულინგი; 📌 მაფიოზობანა; 📌 წუწაობა; 📌 კარვებით ლაშქრობა; 📌 ვიქტორინა „გამოიცანი ფილმი“; 📌 ვიქტორინა „გამოიცანი დროშა“; 📌 ვიქტორინა „გამოიცანი ლოგო“.
  • უსაფრთხოების რა ზომებია დაცული ბანაკში ?
    უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ ყველა ინფორმაციის სანახავად დააკლიკეთ ღილაკს:
  • საიდან ხდება ტრანსპორტირება ?
    ტრანსპორტირება ხდება თბილისიდან და ბათუმიდან. (თბილისის ტრანსპორტი გაივლის: იგოეთი, გორი, ქარელი, ხაშური, ბორჯომი). (ბათუმის ტრანსპორტი გაივლის: ქობულეთი, ურეკი, ლანჩხუთი, სამტრედია-დაფნარი, ქუთაისი, ზესტაფონი). ზუსტ ლოკაციებს და შეკრების დროს მონაწილეებს შევატყობინებთ ნაკადამდე რამოდენიმე დღით ადრე.
  • არის დედმამიშვილებზე ფასდაკლება ?
    ბანაკის საფასური არის 700 ლარი. ამ დროისთვის მოქმედებს ფასდაკლება და ბანაკი 1 მონაწილისთვის არის მხოლოდ 400 ლარად. სამწუხაროდ მეტი ფასდაკლება შეუძლებელია.
bottom of page